Saturday, November 6, 2010

წყალი–სიცოცხლის წყარო



პროექტის მიზანი:ა)მოსწავლეები ისტ–ისა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით მოიძიებენ ინფორმაციას დედამიწაზე წყლის გავრცელების და სასმელი წყლის რესურსების შესახებ;
 ბ)შეისწავლიან წყლის როლს ყოფა–ცხოვრებასა და მრეწველობაში;
 გ)შეაგროვებენ ინფორმაციას საქართველოში გავრცელებული მინერალური წყლების შესახებ;
დ)მოიძიებენ ინფორმაციას მდინარე იორზე და მარტივი მეთოდებით გამოიკვლევენ ივრის წყალს;
ე)გაეცნობიან დაბა თიანეთის წყლით მომარაგების სისტემას და
შეადგენენ წყლის გამწმენდი სადგურის სქემას;
ვ)გაეცნობიან წყლის დამაბინძურებელ ფაქტორებს და შეისწავლიან წყლის გასუფთავების ხერხებს;
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები ისტ–ისა და სხვა საინფორმაციო წყაროებით მოიპოვებენ ინფორმაციას,თუ სასმელი წყლის რა რესურსებს ფლობს დღეისათვის დედამიწა.
 მოიძიებენ ინფორმაციას სოფლის მეურნეობაში,მრეწველობასა და ყოფა–ცხოვრებაში დახარჯული წყლის რაოდენობის შესახებ და ისტ–ის მეშვეობით ააგებენ სვეტოვან დიაგრამას.
 მოიპოვებენ ინფორმაციას ინტერნეტის მეშვეობით სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში თუ როგორ იზრდებოდა ადამიანის მოთხოვნილება წყალზე და ააგებენ გრაფიკს–ადამიანის მიერ დღე–ღამის განმავლობაში გამოყენებული წყლის რაოდენობა პირველი საუკუნიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით.
 გაეცნობიან საქართველოს რომელ კუთხეში რომელი მინერალური წყალი არსებობს და რომელი რა დანიშნულებით გამოიყენება.
 შეისწავლიან საიდან იღებს სათავეს მდინარე იორი და სად ჩაედინება.
მარტივი მეთოდებით გამოიკვლევენ ივრის წყალს:
 ა)გაფილტვრით შეამოწმებენ შეიცავს თუ არა ივრის წყალი უხსნად მარილებს;
 ბ)აორთქლებით გაიგებენ  წყალში ხსნადი მარილების არსებობას.
 ნამუშევარს წარმოადგენენ ცხრილის სახით.
 გაესაუბრებიან მოსახლეობას და თიანეთის წყალმომარაგების სისტემის     მუშაკებს თიანეთის სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით.გაარკვევენ,თუ როგორ მკვეთრად გაუმჯობესდა თიანეთის წყალმომარაგება 2010წელს წყალმომარაგების შიდა ქსელის რებილიტაციის შემდეგ,რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტის უშუალო ხელმძღვანელობით ჩატარდა.                                                                      
 მოაწყობენ ექსკურსიას თიანეთის წყალსადენებზე სოფელ არტანსა და სოფელ მამადანეებში.ნანახის საფუძველზე შეადგენენ წყლის გამწმენდი სადგურის სქემას:,,წყალი წყალსაცავიდან ჩვენს სამზარეულომდე.“      
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები შეისწავლიან რა წყლის დამაბინძურებელ ფაქტორებს, გადაწყვეტენ თავიანთი წვლილი შეიტანონ  ბუნების დაცვაში.შექმნიან ნორჩ ეკოლოგთა რაზმებს,რომლებიც დაიცავენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებთან ახლომდებარე მდინარე ივრის ტერიტორიას დანაგვიანებისგან.გააკეთებენ გამაფრთხილებელ წარწერებს:,,გაუფრთხილდით წყალს!’’,,დაიცავით ბუნება!“                           
 მოამზადებენ წყლის შესახებ სლაიდებს;მოაწყობენ პრეზენტაციას;წაიკითხავენ და იმღერებენ მდინარე იორზე შექმნილ ლექსებსა და სიმღერებს;გამოუშვებენ კედლის გაზეთს.
 მონაწილეთა ასაკი:14–15წელი.
 პროექტის ხანგრძლივობა:2თვე
 პროექტის შესაძლო აქტივობები: მინილექცია;დისკუსია;
ექსპერიმენტი;ინფორმაციის მოძიება;გაანალიზება;ისტ–ის მეშვეობით დიაგრამის და გრაფიკის აგება;კონსულტაციები გეოგრაფიის მასწავლებელთან და თიანეთის წყალმომარაგების სისტემის მუშაკებთან;ექსკურსია;საპრეზენტაციო მასალის მომზადება და პრეზენტაცია.
 მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებს უმუშავდებათ ისტ–ის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვებისა და მოძიებული ინფორმაციის დიაგრამებითა და გრაფიკებით გამოსახვის უნარი;ექსპერიმენტის დამოუკიდებლად დაგეგმვის,ჩატარების,დასკვნის გამოტანის უნარ–ჩვევები.შექმნილი ეკოლოგიური რაზმები დაიცავენ მდინარე ივრის მიმდებარე ტერიტორიას დანაგვიანებისაგან და ახლობლებს და ოჯახის წევრებსაც მოუწოდებენ ამისკენ.
 სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები კიდევ  ერთხელ დარწმუნდებიან იმაში, რომ ჯანმრთელი ცხოვრებისათვის სუფთა წყალი ისევე აუცილებელია, როგორც სუფთა ჰაერი.ამიტომ თვითონაც ეცდებიან და სხვებსაც მოუწოდებენ გაუფრთხილდნენ წყალს.
 სამუშაო ენა:ქართული
 მონაწილეები სხვა სკოლიდან:0
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქიმია; გეოგრაფია;ისტ–ი
 გეოგრაფია:მოსწავლეებმა უკეთ შეისწავლონ დედამიწაზე წყლის გავრცელება;შეიცნონ საქართველოს მინერალური წყლები;გაეცნონ მდინარე ივრის ხეობას და თიანეთის წყალმომარაგების სისტემას.
 ისტ–ი:მოსწავლეებმა გამოიყენონ ისტ ინფორმაციის მოსაპოვებლად;ცხრილების;დიაგრამების; სქემების ასაგებად.
პროექტის ფასილიტატორი:ნ.ლომაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:gmaill@nana.lomadze2010